სირიის პორტ ტარტუსში რუსეთის სამხედრო გემები, მათ შორის ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" შევიდნენ. სირიის მედია აღნიშნულ ფაქტს მოსკოვის მიერ დამასკოს მიმართ სოლიდარობის ფაქტად აფასებს. გემები ტარტუსის პორტში ექვსი დღის განმავლობაში დარჩებიან.
ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად დეკლარირებულია მარაგების შევსება. თუმცა სირიის საინფორმაციო სააგენტო "სანა" ერთ-ერთ რუს სამხედრო ოფიცერზე დაყრდნობით წერს, რომ გემები სირიის პორტში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გასამტკიცებლად იმყოფებიან.
რუსული მედია ავრცელებს იმ გემების ჩამონათვალს, რომელიც ტარტუსის პორტში იმყოფებიან - ესენია: "ადმირალი ჩაბანენკო", "ლადნი", "ლენა", "ადმირალი კუზნეცოვი" და "ნიკოლაი ჩიკევი".