ირანში მალე ექსპლუატაციაში შევა ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ქარხანა. ამის შესახებ ირანის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
"ურანის გამდიდრების ქარხანა ფორდში მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს", - განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის ხელმძღვანელმა ფერეიდუნ აბასი დავანიმ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ უფრო გაამწვევებს ვითარებას ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და დასავლეთს შორის.
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის მიღებას. თავის მხრივ, თეირანში ამტკიცებენ, რომ მათი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.