მსახიობმა მეტ დეიმონმა უარი განაცხადა სარეჟისორო დებიუტზე.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი თავისუფალი დროის უქონლობა გახდა.
მსახიობი აცხადებს, რომ საკუთარი კინომატოგრაფიული იდეების რეალიზაციისთვის მას დრო არ ჰყოფნის.
ამასთან, დეიმონი არ აპირებს მთლიანად დატოვოს პროექტი, რომლის სცენარი ჯონ კრასინსკისთან ერთად დაწერა და ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს შეასრულებს.
ბოლო ფილმი, რომელშიც მეტ დეიმონმა მონაწილეობა მიიღო „ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი", ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა.