რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, შესაძლოა უკრაინიდან აგრარული პროდუქციის შეტანა აკრძალოს.
რუსეთის მთავარი სანირატული ექიმი გენადი ონიშენკო არ გამორიცხავს უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვასაც კი.
„გაჩნდა სერიოზული პრობლემა. ყველასათვის ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 2012 წელს უკრაინაში ქოლერის დაავადების პროფილაქტიკით დაკავდებიან არა მედიკოსები, არამედ ვეტერინარული სამსახურები. ეს ნიშნავს, რომ მაისიდან ჩვენ გავამკაცრებთ ზედამხედველობას უკრაინის საზღვარზე", - განაცხადა ონიშნეკომ.
მისივე თქმით, 2011 წელს დონეცკის მხარეში ქოლერის ეპიდემისს აფეთქება იყო, თუმცა უკრაინის საიტარულ სამსახურებთან კოორდინირებული მოქმედებების შედეგად საზღვირს დაკეტვის აუცილებლობა არ დამდგარა.
"2012 წელს ვითარების გართულების შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი ვიქნებით უკიდურესი ღონისძიებები გავატაროთ",-განაცხადა ონიშენკომ.