ვენესუელის სასჯელაღსრულების დაწესებულების - „ლოს ტეკესის" პატირებმა მძევლად აიყვანეს 680 ადამიანი, რომლებიც ციხეში საკუთარ ახლობლებთან პაემანზე იყვნენ მისულები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იძულებით დაკავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც უკვე 24 საათზე მეტია მძიმე პირობებში იმყოფებიან.
პატიმრები ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ და ციხეში არსებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მათი მტკიცებით, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, არცერთ ადამიანს არ გაათავისუფლებენ.