აშშ-ში გასულ კვირას 1000-ზე მეტი ტემპერატურული რეკორდი დამყარდა.
კლიმატური მონაცემების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ პარასკევს, დაფიქსირებულია 315 ახალი აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდი.
იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს ტერიტორიის სამხრეთით უპრეცედენტო თბილი ამინდებია, სინოპტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ დასავლეთ სანაპიროზე მდგარ თბილ ამინდებზე.
ნიუ-იორკში დღისით ტემპარატურა +16 გრადუსს აღწევს, რაც იანვრისთვის უპრეცედენტო მოვლენაა. გუშინ ქალაქის ცენტრალურ პარკში, მანჰეტენზე, მოსახლეობა ზაფხულის კვალობაზე ატარებდა დროს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ანალოგიურად მაღალი ტემპერატურა 1907 წელს დაფიქსირდა, როდესაც ტემპრატურა +18 გრადუსი იყო.