რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი რუსეთის ცესკოს თავმჯდომარეს ვლადიმერ ჩუროვს კვლავ გადადგომისკენ მოუწოდებს. ტვიტერში განთავსებულ თავის ბლოგში კუდრინი წერს, რომ მას შემდეგ რაც მან "ეხო მოსკვის" ეთერში ჩუროვის გამოსვლას მოუსმინა კვლავ თავის აზრზე დარჩა - ჩუროვი უნდა გადადგეს.
"ჩუროვისადმი უნდობლობა 4 მარტს დაგეგმილი არჩევნებისადმი ყველას უნდობლად განაწყობს. იგი დააღალატებს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ თავად არ გადადგება",_ წერს კუდრინი.
პირველად კუდრინმა ჩუროვს გადადგომისაკენ 24 დეკემბერს მოსკოვში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე მოუწოდა.