შობა აღნიშნეს რუსეთში, სერბეთსა და ეგვიპტეში. რუსეთის მასშტაბით, თითქმის ყველა ტაძარში საშობაო წირვა- ლოცვა აღავლინეს.
ოთხკვირიანი მარხვის დასრულების შემდეგ შობა აღნიშნეს სერბეთშიც. საშობაო ლიტურგია სერბეთის პატრიარქმა ირინეჟმა ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მორწმუნეებს მიმართა. საზეიმო წირვა-ლოცვას ასობით ადამიანი ესწრებოდა.
შობა აღნიშნეს ეგვიპტეშიც. საშობაო ლიტურგიას ქაიროში ათასობით ადამიანთან ერთად, სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ .