ჩეხეთმა უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მეუღლეს ალექსანდრე ტიმოშენკოს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე პაველ ნოვაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ალექსანდრე ტიმოშენკო პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რომელიც მას მიეცა", _ განაცხადა ნოვაკმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს გარცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა ევგენიამ შესაძლოა საზღვარგარეთის ერთ-ერთ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა მასა და მის ოჯახზე გაგრძელდება. განცხადება ამის შესახებ ხარკოვში დღეს ექს-პრემიერ ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები