რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცრების 30 % ათეისტია. ამასთან ერთად მორწმუნე ჯარისკაცებისა და სერჟანტების რაოდენობა რუსულ არმიაში ურწმუნო ოფიცრების რაოდენობას ნამდვილად აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსის ანდრეი დობრუნის ინფორმაციით, ანონიმური გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ ოფიცერთა 70 % თავს მორწმუნე ადამიანად მიიჩნევს, დანარჩენი 30 % ათეისტად. სერჟანტებისა და ჯარისკაცების 75 % აცხადებს, რომ მათ ღმერთის სწამს.