ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ჩინოვნიკებს დღესასწაულებზე საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული აკრძალვა მინისტრებს, უწყებებისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს ეხებათ, რომლებსაც არ აქვთ უფლება ახალი წლის და სახელმწიფო დღესასწაულების დროს საზღვარგარეთ გამგზავრონ.
"ისინი უნდა აღნიშნოთ სამშობლოში თქვენს ხალხთან ერთად. ეს ეხება არა მხოლოდ ახალ წელს, ასევე ყველა ნაციონალურ და სახელმწიფო დღესასწაულს", - განაცხადა ნაზარბაევმა ასტანაში ხელისუფლებასა და მმართველი პარტიასთან შეხვედრაზე.