რუსეთის ფედერაციის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მარტში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, რადგან ოპოზიციას კონკურენტუნარიანი კანდიდატი არ ჰყავს. ამის შესახებ კუდრინმა "ეხო მოსკვიზე" საკუთარ ბლოგში დაწერა.
"ეს დღეს ყველას ესმის, რომ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს კონკურენციას ვერც ერთი დარეგისტრირებული კანდიდატი ვერ გაუწევს, თუნდაც ხმების სამართლიანად დათვლა მოხდეს", - აცხადებს ფინანსთა ექს-მინისტრი.
მისივე მოსაზრებით, "ხელსაყრელ პირობებში კი ოპოზიცია მხოლოდ წელიწადნახევარში, ორ წელში თუ შესძლებს პუტინის კონკურენტუნარიანი კანდიდატის მომზადებას".
"ახლა მომიტინგეები ცდილობენ სიტუაციის რადიკალიზაციას, როდესაც მოითხოვენ პოლიტიკიდან ვლადიმერ პუტინის მთლიანად წასვლას. ასევე ყოველგვარ დიალოგზე უარს აცხადებენ, როგორც კი ამის საშუალება გამოჩნდება", - აცხადებს კუდრინი და აქვე დასძენს, რომ ხელისუფლება თავის მხრივ დილოგზე უარს არ იტყოდა, თუმცა ამისთვის სუბიექტს ვერ ხედავს.
ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი პირველ რიგში არასამართლიან საპარლამენტო არჩევნებზე და სამომავლო არჩევნების სამართლიანად ჩატრების საკითხზე უნდა გიმართოს.
"საპარლამენტო არჩევნების არასამართლიანად ჩატრების არაღიარება საპრეზიდენტო არჩევნებსაც კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებს, რაც არ უნდა სამართლიანად ჩატარონ ის", - მიაჩნია კუდრინს.