სირიაში დამასკოს ცენტრში მდებარე ცენტრალურ რაიონში მიდანში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელეარხი "სურია" ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ტერორისტმა -თვითმკვლელმა თავი გზაჯვარედინზე აიფეთქა. დაღუპულია ათობით ადამიანი.
ეს სირიაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მეორე ტერაქტია. 24 დეკემბერს მომხდარმა ტერაქტმა 54 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 166 დაიჭრა.