რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალ სტრატეგიულ სარაკეტო კომპლექსის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მოიერიშე დაჯგუფებას რამდენიმე წელში შეიარაღებაში ახალი სარაკეტო კომპლექსი ექნება, რომელიც გაუმჯობესებული საშუალებაა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დასაძლევად.
"იმედი გვაქვს, რომ 2018-2020 წლისთვის შეიარაღებაში გვექნება ახალი სარაკეტო სისტემა, რომელიც ნებისმიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას დასძლევს", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ასევე შეიქმნას ახალი სარაკეტო სისტემა, რომელიც შესძლებს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის დაძლევას.