ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ნატოს 8 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ავღანეთში ნატოს სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სარდლობის მონაცემებით, სამხედროების დაღუპვა სხვა და სხვა ცალკეულმა ინციდენტენმა გამოიწვია. უფრო დეტალური ინფორმაცია სამხედროების დაღუპვის გარემოებების შესახებ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ ავრღანეტში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დღემდე, ოფიციალური მონაცმებით დაღუპულია 2,5 ათასი უცხო ქვეყნის სამხედრო.
2011 წელს ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დანაკარგებმა 544 სამხედრო მოსამსახურე შეადგინა.
ავღანეთიდან უცხო ქვეყნების სამხედროების გაყვანა 2014 წელს უნდა განხორციელდეს.