უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტომოშენკოს მეუღლე ალექსანდრე, რომელიც ამჟამად ჩეხეთში იმყოფება ამ ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "სვობოდა" ჩეხურ გაზეთ "პრავო"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, შესაბამისი თხოვნა ალექსანდრე ტიმოშენკომ ჯერ კიდეც 2011 წლის ბოლო დღეებში გააკეთა. გაზეთი აღნიშნავს, რომ ჩეხეთის შს მინისტრმა იან კუბუცემ ეს საკითხი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან უკვე განიხილა.