ისრაელისა და აშშ-ს სამხედრობი უახლოეს მომავალში რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებენ. ისრაელის თავიდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ წვრთნების ჩატარება ჯერ კიდევ ადრე იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავცალში , კერძოდ თებერვალში მასტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარებას ირანიც გეგმავს, რომელმაც ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.
სამხედრო სწავლება სახელწოდებით "Austere Challenge-12" (მკაცრი გამოწვევა 12) ისრაელისა და აშშ-ს სახმედრობის კოორდინირების გამყარებას ემსახურება. ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს მანევრები იქნება ყველაზე მასშტაბური ორი ქვეყნის მიერ ჩატარებულ ერთოვლივ მანევრებს შორის. მასში თითოეული მხრიდან რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო წვრთნების ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მანევრები, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყება.