სიცილიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. ევროპაში უდიდესი მოქმედი ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 50 დღის წინ მოხდა. ეტნას აქტივობის ახლანდელი გამოვლენა, წინა აქტივობაზე ნაკლებთვალსაჩინო როდი იყო. მაშინ 18 ამოფრქვევა განხორციელდა.
ამჯერად ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლის სვეტი 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ავიდა. იტალიის ფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალურმა ინსტიტუტმა მიწისქვეშა ბიძგები ჯერ კიდევ 5 იანვარს დილით დააფიქსირა. სწორედ ამ დროს რამდენიმე ამოფქვევაც მოხდა. ამოფრქვეული გავარგავებული ლავა თოვლის საფართან შეხებისას ოხშივარის უზარმაზარ ღრუბლებს ქმნიდა, რომლებიც ატმოსფეროში ადიოდა.