ირანის საზღვაო ძალების მეთური ალი ფადავი აცხადებს, რომ მისი დანაყოფები, თებერვალში ორმუზისა და სპარსეთის ყურეში ახალ საბრძოლო წვთნებს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბრძოლო მანევრები სახელწოდებით "ველიკიი პროროკ" (დიდი წინასწარმეტყველი) ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ტარდება, "თუმცა წელს სწავლებები ადრე ჩატარებული მანერვრებისგან განსხვავებული იქნება", _ აცხადებს ადმირალი.
აღსანიშნავია,რომ ირანმა სულ ახლახანს დაასრულა საბრძოლო წვრთნა "ველაიათ-90" (სარდლობა-90), რომლებიც ასევე ორმუზის სტუტეში ჩატარდა და საერთაშორისო არენაზე დაძაბულობა გამოიწვია.