„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ხუთშაბათს მომხდარი აფეთქებების სერიამ 78 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქალაქ ნასარიაში, აფეთქებების შედეგად 44 შიიტი დაიღუპა, ხოლო 70-მდე დაშავდა.
ნასარიაზე თავდასხმა, ბაღდადის შიიტურ უბანში მომხდარი აფეთქებებიდან, სადაც 29 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე საათში განხორციელდა.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი შეტევების მიზეზი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, რელიგიით სუნიტი, ტარიკ ხაშემის დაპატიმრება გახდა.