ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ემალ ფაიზიმ განაცხადა, რომ ავღანეთში მშვიდობის საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკებები ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს.
ემალ ფაიზიმ ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლება მხარს უჭერს თალიბანის მოძრაობის სურვილს დაფუძნოს შტაბ-ბინა ერთ-ერთ ისლამურ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ყატარში.
თალიბები მიიჩნევენ, რომ ასეთი ოფისის დაარსება ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს აშშ-თან.
ემალ ფაიზი აცხადებს, რომ მოპალარაკებები უნდა წარიმართოს მხოლოდ იმ პირობით, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება.
თალიბანის მოძრაობის ლიდერმა მულა ომარმა განაცხადა, რომ ყატარში უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თალიბანსა და აშშ-ს შორის.