აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის თავადაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც პენტაგონის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს.
მომავალი 10 წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებას ადრე დაგეგმილზე 450 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები გამოეყოფა.
„დიახ, ჩვენი არმია გაღარიბდება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს: აშშ შემდგომშიც მხარს დაუჭერს საკუთარ სამხედრო უპირატესობას, ჩვენი შეიარაღებული ძალები უფრო მობილურები, მოქნილები გახდებიან, და მზად იქნებიან იმოქმენოდნ ნებისმიერ საგანგებო ვითარებაში და უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს", - განაცხადა ბარაკ ობამამ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი სტრატეგია სამხედროების რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ითვალისწინებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში წარმომადგენლობის გაძლიერებას და „საკვანძო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოს მოკავშირეებთან" თანამშრომლობის შემდგომ გამტკიცებას.