ირანის ქალაქ ბუშერში, ინვალიდი გოგონების სარეაბილიტაციო ცენტრში, ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 3 კაცი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტროგამათბობელი გახდა.
სამი დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა, სხვებს კი საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.