ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჩამოხჩობა მოითხოვა. ამის შესახებ ეგვიპტური მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ, გარდა მუბარაქისა, ეგვიპტის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ხაბიბა ალ-ადლისა და მისი ექვსი მოადგილის ჩამოხჩობაც მოითხოვა.
პროკურატურა მუბარაქსა და მის მომხრეებს ბრალს ადამინების მასობრივ დახოცვაში სდებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა.
"ქვეყნის პრეზიდენტი ხალხის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, ამიტომ საკითხი მხოლოდ დემონსტარნტების მიმართ ცეცხლის გახსნის ბრძანებას არ ეხება. აუცილებელია გაირკვეს, რატომ არ ჩაერია ის, რომ ძალადობა შეეჩერებინა", - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ შეუძლებელია ეგვიპტის პირველ პირს არ სცოდნოდა ქვეყნის პროვინციებში მიმდინარე მოვლენების შესახებ.