იაპონური ხელოვნება ყველა დროში დასავლეთის კულტურის მიერ მისი აღმოჩენის მომენტიდან ორიგინალურად და მშვენიერების განსაკუთრებულად დახვეწილ ნიმუშად ითვლებოდა.
ყოველთვის ღირებული, ყოველთვის მოთხოვნადი, იგი მუდამ ითვლებოდა მის თაყვანისმცემელთა კარგი გემოვნების მაჩვენებლად, მაგრამ ბოლო დროს მასზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება.
ფასები ზოგიერთი ტრადიციული იაპონური ხელოვნების ნიმუშებზე მსოფლიო რეკორდს ამყარებს.
2011 წლის ნოემბერში შვეიცარიელი კოლექციონერის ჰარიეტ ჟეჩენის კოლექციის გაყიდვისას, ფასებმა სპილოს ძვლისაგან დამზადებულ რამოდენიმე ფიგურაზე, ყველა გონივრულ ზღვარს გადააჭარბა და ფაქტიურად ღრუბლისზედა სიმაღლეზე გაჩერდა.
ყველაფერი შედარებითია, მაგრამ უწინ არასოდეს გამოჩენილა მყიდველი, რომელიც მზადაა 265 250 ინგლისური ფუნტი(416 000 დოლარი) პაწაწინა ფიგურაში გადაიხადოს, რომელიც "ლომის ძაღლს" გამოსახავს ან კოლექციონერი, რომელიც იხდის იგივე თანხას მე-19 საუკუნის იაპონელი ოსტატის შიბატო ჟეშინას (შჰიბატა ძესჰინ, 1807-1891) უნიკალურ ნამუშევარში.
წინა რეკორდი რომელიც 2010 წელს დამყარდა თითქმის 1.5 ჯერ გადაიფარა. მაშინ ინგლისელი კოლექციონერის ედვარდ ვრონხემის კოლექციიდან გაიყიდა 162 000 ფუნტად.