ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიების ფინასური მონიტორინგის კუთხით მხოლოდ ფორმალური ფუნქცია ჰქონდა. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიებისთვის დამატაბითი ფინასური ვალდებულბებისა და შეზღუდვების დაწესბის შეფასებისას განაცხადა.
"მონიტორინგის ის სისტემა, რომელიც დღემდე არსებობდა, რეალურადა საკამაოდ სუსტი მექანიზმი იყო, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული ფინანსების, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ფინანსების კონტროლუს კუთხითაც და ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კონტროლის კუთხით ეს უნდა გაუმჯობესებულიყო", - აღნიშნა ხარატიშვილმა და აქვე დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტაციას ამ მიმართულებით არანაირი პრაქტიკული მექანიზმები არ გააჩნდა.
მისივე თქმით, ცესკოში პოლიტიკიურ სიბიექტებს მხოლოდ წლური ანგარიშები მოჰქონდათ და მასზე არანირი რეაგირების საშუალების მექანიზმი არ არსებობდა.
"რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანის ცესკოში ხუთკაციანი ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი იქმნებოდა, რომელსაც ფუნქციების თვალსაზრისით კონტროლის არანაირი მექანიზმი არ ჰქონდა. მათ შეეძლოთ მხოლოდ გადაეხედათ ჩაბარებული დეკლარაციებისთვის, თუმცა რაიმე დოკუმენტის მოთხოვნის უფლებაც არ ჰქონდათ, რომ არაფერი აღარ ვთქვათ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან შესვლასა და კონტროლზე", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, ცესკოს პოლიტიკურ პარტიების ფინანსური მონიტორინგის კუთხით რეალურად ძალიან ფორმაური ფუნქცია ჰქონდა.