ისრაელელმა არქეოლოგებმა იერუსალიმში აღმოაჩინეს კერამიკული მოსაწევი ჩიბუხი (მილი) არაბული სასიყვარულო წარწერით. ამის შესახებ იუწყება სიძველეთა დამცავი ისრაელის საზოგადოება.
კერამიკული ჩიბუხი აღმოაჩინეს იერუსალიმში, ებრაულ კვარტალში მიმდინარე გათხრების დროს. არაბული წარწერა, რომელიც ჩიბუხზეა ამოტვიფრული, შეიძლება ითარგმნოს, როგორც " გული ენაა შეყვარებულთათვის". არქეოლოგების აზრით, ეს ჩიბუხი შესაძლოა, იყოს საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის.
როგორც ისრაელის სიძველეთა დაცვის საზოგადოების წევრი შახარ პუნი აცხადებს, ასეთი ჩიბუხები გავრცელებული იყო იმ პერიოდში,როცა ისრაელი ოსმალეთის იმპერიის (16-19 საუკ) ნაწილი იყო. ჩიბუხის წარმოების უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პუნიმ განაცხადა,რომ მე-19 საუკუნის სურათებზე ჩანს იერუსალიმელი ქალები,რომლებიც ეწევიან მსგავსი ჩიბუხით. კერამიკული ჩიბუხიდან შეეძლოთ მოეწიათ როგორც თამბაქო, ასევე ჰაშიში. ოსმალეთის მმართველობა თავდაპირველად შეეცადა ებრძოლა მოწევის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ შეძლო საბოლოოდ აეკრძალა ეს პრაქტიკა, რომელმაც ფესვები გაიდგა საზოგადოების ყველა ფენაში. კერამიკულ ჩიბუხებს ასევე ატარებდნენ, როგორც ტანსაცმლის სამშვენის.