ლუვრმა შეინარჩუნა ყველაზე ნახვადი მუზეუმის სტატუსი მსოფლიოში - ამის შესახებსააგენტო ფრანს-პრესი, პარიზის მუზეუმის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება. ლუვრის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2011 წელს მუზეუმი 8,8 მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა.
2008-2010 წლებში პარიზის მუზეუმი წლის განმავლობაში 8,5 მილიონ ადამიანს ღებულობდა. ლუვრის დამთვალიერებელთა 66% საზღვარგარეთის ქვეყნის ტურისტებმა შეადგინეს, პირველ რიგში ტურისტებმა აშშ-იდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და ჩინეთიდან.
ლუვრის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილი 2010 წელს ბრიტანეთის მუზეუმს ეკავა - წლის განმავლობაში 5,8 მილიონი დამთვალიერებლით, მესამე ადგილზე კი - ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი 5,2 მილიონი დამთვალიერებლით.