ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი მიღწევებისთვის მრავალწლიან კარიერაში, ბერლინის კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს, "ოქროს დათვს" მიიღებს.
62 წლის მსახიობი ჯილდოს 14 თებერვალს, ფესტივალის დროს მიიღებს. ფასტივალი 2012 წელს 9 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სტრიპის ბოლო ნამუშევარია მარგარეტ ტეტჩერის როლი ფილმში "რკინის ლედი".