ევროკავშირის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ აკრძალონ ირანიდან ნავთობის ექსპორტი, რათა დამატებითი ზეწოლა მოახდინონ თეირანზე და აძულონ უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე.
ოფიციალურად ნავთობის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, სავარაუდოდ, განცხადება იანვრის ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გამოცხადდება.
აშშ-მა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დამატებითი სანქციების შემოიღო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას მისასალმებელი უწოდა.
ირანი თავის მხრივ, ყოველნაირად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
თეირანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ირანის ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი რეკორდულად დაბალ დონემდე დაეცა.
ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.