ფილიპინების სამხრეთში, კუნძულ მინდანაოზე, კომპოსტელას პროვინციის ქალაქ პანტუკანში მომხდარ მეწყერს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მეწყერი ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. როგორც BBC-თან საუბარში, ფილიპინების სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, წვიმები ამ დრომდე გრძელდება.
მისი თქმით, ხალხმა უარი თქვა აღნიშნული ტერიტორიის დატოვებაზე იმ მიზეზით, რომ ისინი ოქროს ძიებას ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი წყალდიდობა მინდანაოზე დეკემბერშიც იყო, რაშაც მთლიანობაში 1249 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები