სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ძლიერი წყალდიდობაა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
მთლიანობაში, მინას გერაის შტატის 66 ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ქალაქ ოურო პრეტოში წყალმა ავტობუსის სადგური წაიღო, რასაც 2 ტაქსისტი ემსხვერპლა.
ამჟამად ბრაზილიაში წვიმების სეზონია, რის შედეგადაც მიმდინარე წელს 2 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დაახლოებით 10 300 ადამიანი ევაკუირებული იქნა საკუთარი სახლებიდან. ძლიერმა წყალმა 3000 სახლი დაანგრია. ბევრი გზა ბლოკირებულია, რაც შემთხვევის ადგილებზე დახმარების გაგზავნას ართულებს.