არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდესმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაცია გაიკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით, გართულებების გარეშე ჩაიარა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბუენოს-აირესში საავადმყოფოსთან შეკრებილმა პრეზიდენტის გულშემატკივრებმა ოპერაციის წარმატებით დასრულება აპლოდისმნტებით აღნიშნეს.
პრეზიდენტი საავადმყოფოში კიდევ სამი დღე დარჩება, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას სამი კვირის შემდეგ შეუდგება.
კრისტინა ფერნანდესი 58 წლისაა. რამდენიმე ხნის წინ იგი ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
მისი მეუღლე -ნესტორ კირშნერი, რომელიც ასევე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, გასულ წელს ინფარქტისგან გარდაიცვალა.