საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი ვალების გადაუხდელობის გამო მარტში ქვეყანაში დეფოლტის საფრთხეზე საუბრობს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროფკავშირები არ დათანხმდებიან შრომის ანაზღაურების შემცირებას, საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის სასარგებლოდ შემდგომი გადახდებისგან თავს შეიკავებენ.
„შედეგად, საბერძნეთის ეკონომიკის გადარჩენის პროგრამა მუშაობას შეწყვეტს და ქვეყანა ვერ შეძლებს ვალების გადახდას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ფონზე ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა გეორგიოს პაპანდრეუმ სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.