ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბელორუსი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსული მედია თეთრი სახლის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი სანქციები ბელორუს ჩინოვნიკებსა და ძალოვანი უწყებების იმ წარმომადგენლებს დაუწესდათ, რომლებსაც დასავლეთი 2011 წლის მოვლენების დროს ადამიანის უფლებების შელახვასა და დემოკრატიული პროცესების ხელყოფაში ადანაშაულბდა.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, "შავ სიაში" მყოფებს ამერიკის ტერიტორიაზე გადადგილება შეეზღუდებთ და ფინასური სანქციები დაეკისრებათ.
ამასთან, აშშ ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდებს, ბელორუსში დაგეგმილი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გააუქმოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა ბელორუსელ ჩინოვნიკების "შავ სიაში" შეყვანა გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა.