სირიის ოპოზიციის მტკიცებით, უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ოპოზიციის საკოორდინაციო კომიტეტი ავრცელებს.
მათი მტკიცებით, პოლიციამ ქალაქ ხამსაში, დასახლებულ პუნქტში, ცეცხლი უმისამართოდ გახსნა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით მოკლული იპოვეს კიდევ ერთი ადამიანი.
ოპოზიციის ინფორმაციით, კიდევ ხუთი ადამიანია მოკლული, რომელთა მკვლელობის მიზეზები ამ დროისთვის დგინდება.
სირიის ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის დედაქლაქში, დამასკოში, უსაფრთხოების ძალებმა 10 ადამიანი მოკლეს.