აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მასაჩუსეტის შტატის ყოფილ გუნერნატორს ,მიტ რომნის უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" საკუთარ წყაროზე, "რესპუბლიკური პარტიის" წარმოამდგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სი-ენ-ენის" წყაროს ინფორმაციით, ნიუ-ჰემპშირში "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატების პრაიმერი 10 იანვარსაა დაგეგმილი. დღეს რომნის მხარდასჭერად შეხვედრას სწორედ იქ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერში პენსილვანიის შტატის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი და მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუნერნატორი მიტ რომნი ლიდერობენ.