რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი რუსი ხალხისთვის კვლავ რუსული ელიტის სათავედ რჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთში სოცილური კვლევა "სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა" ჩაატარა, რომლის თანახმადაც მეორე ადგილი ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაიკავა.
ვლადიმერ პუტინს რუსული ელიტის სათავედ გამოკითხულთა 58%, ხოლო დიმიტრი მედვედევს 42% თვლის.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ალა პუგაჩოვა, ვლადიმერ ჟურინოვსკი, გენადი ზვიგანოვი, მიხაილ პროხოროვი, სერგეი მირონოვი, ანდრეი მალახოვი, პატრიარქი კირილე და ფილიპ კირკოროვი.
რეიტინგის ორმოცეულში ასევე შევიდნენ მაკსიმ გალკინი, იგორ კრუტოი, ნიკიტა მიხალკოვი, ლეონიდ როშალი, ნიკოლაი ბასკოვი, სერგეი ბეზრუკოვი, სერგეი სობიანინი, კსენია სობჩაკი, იოსიფ კობზონი, ვლადიმირ პოზნერი, ვლადიმერ პოზნერ, ჟერეს ალფეროვი.
"სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა" გამოკითხვა რუსეთში 2011 წლის 24-25 დეკემბერს ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1600 ადამიანმა მიიღო.