საუდის არაბეთში, გაკოტრებულმა "ბიზნესმენმა" ნასერ ელ-შაჰრიმ გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად სოციალურ ქსელ "Facebook"-ში გასაყიდად თავისი ვაჟი გამოიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "შარქი" ავრცელებს.
ბიჭის ფასი - 20 მილიონი აშშ დილარია და მისი გაყიდვით მამას "სიღარიბის დამარცხების" იმედი აქვს. იგი ამტკიცებს, რომ ამ ექსტრემალური ნაბიჯის გადადგმა მას შემეგ გადაწყვიტა, რაც მის წინაშე "ყველა კარი დაიხურა".
ნასერს ჰქონდა ბიზნესი, რომელიც ვალების ამოღებისა და ფინანსური დავების დარეგულირებას ემსახურებოდა. სასამართლომ ეს დაწესებულება უკანონოდ სცნო და მისი გაუქმების დადგენილება გამოსცა. ამის შემდეგ ნასერმა დახმარებისათვის უმუშევარი საუდელების დახმარების ორგანიზაციას მიმართა, თუმცა მას უარი უთხრეს, ვინაიდან ეს ორგანიზაცია მხოლოდ მას ეხმარება, ვისაც 35 წელი ჯერ არ შესრულებია.
ნასერი აცხადებს, რომ შვილის გაყიდვით იგი შეძლებს "ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას" თავისი მეუღლისათვის და ოჯახის სხვა წევრებისათვის.