ევროპის ქვეყნების ლიდერები 2012 წელს მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობენ. ევროს 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკლემა აღნიშნა, რომ ერთიანმა ვალუტამ მისი ქვეყანა გააძლიერა, თუმცა 2012 წელი გასულ წელთან შედარებით რთული იქნება.
"კრიზისის დაძლევის გზა ხანგრძლივია და ამ გზაზე ევროპას მრავალი სიძნელე ელოდება", - განაცხადა მერკლემა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ კრიზისი ჯერაც არაა დაძლეული. ხოლო იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწონდა იყვნენ მზად ახალი პრობლემებისთვის, რათა გაუმკლავდნენ ქვეყნის ვალდებულებებს.
შეგახსნებთ, რომ ევროს 10 წელი შეუსრულდა. ევრო მიმოქცევაში ოფიციალურადმ 2002 წლის 1-ელ იანვარს შევიდა. ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია,საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არაწევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.
ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.