პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფილმ "ავატარის" საკასო შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნახევარზე მეტი ფილმის აშშ-ის ფარგლებს გარეთ ჩვენებიდან შევიდა.
ჯეიმს კამერონის გახმაურებული ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიც გამოჩნდა.
დღეისთვის კამერონის ფილმი IMAX-ის ქსელში ჩვენებების მიხედვით აბსოლუტური რეკორდსმენია. არსებული კონტრაქტის მიხედვით, IMAX-ი კინოთეატრების ქსელში ფილმის ჩვენებას 2010 წლის მარტამდე უზრუნველყოფს.