პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საახალწლოდ 114 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა , შეწყალებულთაგან 75 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს.
მისი განცხადებით, 13 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, 26 პატიმარს კი პირობითი მსჯავრი მოეხსნა.
შეწყალებულთა შორის, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ, ოთხი ქალბატონია.
კალმახელიძის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები საპყრობილეებს დღესვე დატოვებენ.