ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია ბურჯანაძემ პირველ იანვარს დაბადებულ ახალშობილების მშობლები სამშობიარო სახლში მოინახულა და საჩუქრად სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები გადასცა. ბურჯანაძის განცხადებით ახალშობილთათვის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი ასლარიანი ფულადი დახმარება და სოციალური პაკეტების გადაცემა 2009 წელსაც გაგრძელდება.
ქარელი ახალ წელს მოკრძალებულად, პომპეზური ღონისძიებების გარეშე შეხვდა. 31 დეკემბერს ქარელის კულტურის ცენტრში ბავშვებისთვის თოჯინების თეატრი გაიმართა, ხოლო სამ იანვარს დევნილი ბავშვებისთვის ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ბოლოს ყველა დევნილმა ბავშვმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საჩუქრად ტკბილეული მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები