საახალწლო დღეებში თბილისში საკვებისმიერი ინტოქსიკაციის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ აცნობა, ავადმყოფები, რომლებსაც საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია დაუდგინდა, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს.
პაციენტებს შესაბამისი ამბულატორიული მკურნალობა უტარდებათ. მათ ჯანმრეთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები