დღეს, 5 იანვარს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გლდანში, სასტუმრო "მეგობრობაში" მცხოვრები დევნილები მოინახულა და ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა სასტუმროს შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა.
5 სართულიან შენობაში მთლიანად გამოიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა საკანალიცაზიო სისტემა.
ობიექტზე სარემონტო სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.
სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 130 ოჯახი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები