უმეთვალყუროდ დატოვებული პირუტყვის მოკვლისთვის მძღოლს ზიანი ანაზღაურება აღარ მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ახალი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა.
კანონპროექტის თანხმად, თუ საგზაო-სატრნასპორტო შემთხვევის გამო დაიღუპა ან დაზიანდა პირუტყვი, რომელიც საავტომობილო გზაზე იმყოფებოდა უმეთვალყურეოდ, ან პირუტყვის ძოვების და ან გარეკვის წესების დარღვევით, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვის ან დაზიანების გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.