პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, რუსეთში ჩატარებული არჩევნები თვალსაჩინო მაგალითი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საქართველოში მიაჩნია, რომ რუსეთში უფრო განვითარებული დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში.
ბაქრაძე იზიარებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთებას, რომელსაც საშუალება ჰქონდა რუსეთში მიმდინარე არჩევნებს დაჰკვირვებოდა.
"პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე სახელმწიფოებმა. ბუნებრივია, მთლიანად ვეთანხმები და ვიზიარებ მათ მიერ გამოთქმელ შეშფოთებას. ის, რაც მოხდა 2 დღის წინ რუსეთში, რა ფორმითაც რუსეთში არჩევნები ჩატარდა, უნდა იყოს თვალსაჩინო მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საქართველოში მიაჩნია, რომ რუსეთში უფრო განვითარებული დემოკრატიაა ვიდრე საქართველოში", - განაცხადა ბაქრაძემ.