ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეისა და ეუთოს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ბევრი დარღვევა გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, ასევე დაფიქსირებულია ხმის მიცემის პროცესში ხელისუფლების ჩარევის ფაქტები. განცხადება ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფტიმიუმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-ბი" ავრცელებს.
ამას გარდა, ეფტიმიუ ასევე აცხადებს, რომ ხმის მიცემის მოედანი გაუმჯობესდა, ვინაიდან ჩატარდა სატელევიზიო დებატები, რომელშიც ყველა პარტია მონაწილეობდა. აღსანიშნავია, ასევე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა.