გერმანიის ხელისუფლებამ ქალაქ კობლენცის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ქალაქში ნაპოვნია მეორე მსოფლიო ომის ბომბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საჰაერო სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა.
ქალაქი უახლოეს საათებში 45 ათასმა მოსახლემ უნდა დატოვოს. მათ შორის მიმდინარეობს ორი საავადმყოფოს ექიმებისა და პაციენტების, შვიდი მოხუცებულთა სახლისა და ქალაქში განთავსებული ციხის ევაკუაცია.
ორტონიანი ბომბი, რომელიც სამი მეტრის სიგრძისაა მდინარე რეინის სანაპიროსთანაა ნაპოვნი.
4 დეკემბერს ქალაქში ბომბის გაუვნებელყოფა იგეგმება. დიდი ბრიტანეთის ბომბთან ახლოს ნაპოვნია ამერიკის არმიის ბომბიც.