ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიერ კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას უწოდებს.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ "მაესტროს" გუშინდელ ეთერში სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იყო, რამაც საბოლოოდ გამოიყვანა ხელისუფლება მდგომარეობიდან და მიხვდნენ, რომ მათ არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო ხელიდან ეცლებათ.
ცაგარეიშვილის შეფასებით, "მაესტროსთან" განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" "აღების" სპეცოპერაციას, თუმცა, ახლა ხელისუფლებამ გამოიყენა ეროსი კიწმარიშვილი. "ახლა სრული ლუსტრაცია მოხდა ამ ადამიანის", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.